გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ‘’

პროექტის სახელწოდება:,, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ‘’
პროექტის  აქტუალობა:     პროექტი მდგრადია ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც . რადგან ჩაგვრა დაცინვა და დაბეზღება დაწყებით კლასში მეტად პრობლემური საკითხია და ამის გამოსწორება და გათავისება თავიდანვე უნდა მოხდეს პატარა ასაკიდან რათა ნელ-ნელა და ეტაპობრივად  ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად ჰქონდეთ სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
პროექტში მონაწილენი: მოსწავლეები, მშობელთა ჩართულობა

პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა (28.X-8.XI.2019წ.)
პროექტის მიზნები:  

  მოსწავლეებს განუვითარდეს ემპათიის უნარი და სანამ ატკენენ ერთმანეთს გულს დაფიქრდნენ თავიანთ საქციელსა თუ სიტყვაზე.
        შეძლონ სხვისი გრძნობების გაზიარება იგრძნონ და გაითავისონ რას იგრძნობენ იგივე სიტუაციაში.
        მოსწავლეები გაიაზრებენ სხვადასხვა აქტივობებით და მიხვდებიან რომ ყველა წყენა თავის კვალს ტოვებს ადამიანის გულში.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
პროექტის ამოცანები:
·         სამუშაო გეგმის შემუშავება·         დავალებების გადანაწილება·         დღიურის შექმნა·         დისკუსია, ფილმის ჩვენება·         პრეზენტაციისათვის მზადება ·         კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა·         პროექტის პრეზენტაცია       
  
მოსალოდნელი შედეგები: მოსალოდნელია ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება,     ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება .
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დამრიგებელ, მშობლები
მატერიალური რესურსი: - პროეტორი-,  ნოუთბუქი-1, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
პირველი შეხვედრა:
აქტივობა N1 მოსწავლეებს დავურიგებ ფერად ბარათებს სადაც გამოხატული იქნება სმაილები  ( სიცილის, დაცინვა და წყენის)
მოსწავლეებს დავსვამ წრეზე და ვკითხულობ სტუაციებს და მოსწავლეებმა უნდა აწიონ სმაილები რომელიც გამოხატავს ამ სიტუაციაში გრძნობას .
        ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;
        მას დაბადების დღე აქვს ;
        ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
        სურს , რომ უფროსებმა ახალი სათამაშო იყიდონ;
        სკოლაშია და მოშივდა;
        მიდის სტუმრად ახალ გადმოსულ თანაკლასელთან;
        ყური სტკივა და სიცხე აქვს;
        ბავშვს ბიძაშვილმა საჩუქარი აჩუქა;
        მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
        სკოლაში ბებიას ელოდება რომელიც იგვიანებს;
        ბავშვის ლეკვს ოპერაციის გაკეთება სჭირდება.
ამით მოსწავლეებს დავანახე  რომ სხვადასხვა სიტუაციას, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა გრძნობით გამოხატავს, ვიღაცას წაქცეულ ბავშვზე გაეცინა, ვიღაცა კი ატირდა.
მოსწავლეებს ვესაუბრები სიკეთის მნიშვნელობაზე, შევთავაზებ პროექტზე მუშაობას შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ დავალებებს
დავალებების გადანაწილება მოხდება შესაბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
აქტივობა N2
დიდი ფორმატის ფურცელზე ამოვჭრი გულს და ყველა ბავშვს მივცემ საშუალებას დაკუჭონ და შემდეგ გაშალონ ეს გული და ვანახებ რომ აი ასე არის ადამიანის გული და მისი პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია, როგორც ქაღალდისთვის და იტოვებს ბზარებს და შევიმუშავებთ სლოგანს ,,გული ქაღალდივითაა’’ და ამ გულს და ამ სლოგანს მთელი პროექტის მანძილზე გამოვაკრავთ საკლასო ოთახში.
შეხვედრა მეორე:
აქტივობა N3
მოსწავლეებს ვურიგებ  თაბახის ფურცლებს სადაც იქნება დახაზული ცხრილი და კვირის დღეები და დავავალებ შემდეგ შეხვედრაზე მოიტანონ შევსებული. თითეული დღეების მიხედვით რამდენი სიკეთე გააკეთეს ან რა აწყენინეს ვინმეს და ასეთივე დახაზული დიდი ფორმატის ფურცელზე  გამოვაკრავ კლასში სადაც შეავსებენ სკოლაში . მოსწავლეებს მივცემ  შევსების ინსტრუქციას .
აქტივობა N4
დისკუსია-ფილმის ჩვენება სადაც მოცემულია ფაქტები დაცინვაზე და ჩაგვრაზე. აქტივობაში  მონაწილეობას მიიღებს სკოლი ადმინისტრაცია, მშობლებ მოწვეული სტუმრები.
 მესამე შეხვედრა:
მესამე შეხვედრაზე მოხდება დღიურის განხილვა რამდენი სიკეთე გააკეთეს მთელი კვირის მანძილზე , ყველაზე მეტად რომელი სიკეთის კეთებისას იგრძნეს თავი ბედნიერება და კმაყოფილება საკუთარი თავის .  ვის რა აწყენინეს და ნანობენ თუ არა?
აქტივობა N5
ვამზადებთ  პატარა ბროშურებს ,, რატომ უნდა აკეთო სიკეთე“ რომელსც გავაცნობთ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას, და სამახოვროდ შევინახავთ ჩვენს საკლასო ოთახში.  
      პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები
ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით შეიძლება ვერ ჩაერთოს მუშაობაში. მოხდეს  ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას, შესასრულებელი დავალებების ვადები,  (ალტერნატივა-  გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავებას დახარისხების დროს, ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის  მასწავლებელი, მშობლები)
პროექტის შედეგები: პროექტი შედეგიანია ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც . რადგან ჩაგვრა დაცინვა და დაბეზღება დაწყებით კლასში მეტად პრობლემური საკითხია და ამის გამოსწორება და გათავისება თავიდანვე უნდა მოხდეს პატარა ასაკიდან რათა ნელ-ნელა და ეტაპობრივად  ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად ჰქონდეთ სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი:მზია ბოკუჩავა
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:


სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები, თვეების მიხედვით
•          სამუშაო გეგმის შემუშავება •  დავალებების გადანაწილება
მოსწავლე
მასწავლებელი
28.X.2019წ.
ინფორმაციის მოძიება
მოსწავლე
მასწავლებელი
29.X.2019წ.
დისკუსია ფილმის ჩვენება

მასწავლებელი
მოსწავლე

30.X.2019წ.
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 

მოსწავლე
მასწავლებელი
1.XI.2019წ.
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა

მოსწავლე

მასწავლებელი
4.XI.2019წ.
პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლე
მასწავლებელი

8.XI.2019წ.


შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
29.X.2019წ.
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
31.X.2019წ.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
8.XI.2019წ.
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.    ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
30.X.2019წ.
2.    ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
1.XI.2019წ.
3.    შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
4.XI.2019წ.
4.    ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
5.XI.2019წ.
5.    იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
6.XI.2019წ.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

დიახ

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

დიახ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

დიახ

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

მოსწავლეები იყვნენ აქტიურები,პასიურობას ადგილი არ ჰქონია



Комментариев нет:

Отправить комментарий